ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის პორტალი
სიახლე

იხილეთ ფოტოგალერეა

ა.წ. 28 აპრილს, 18 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სასწავლო თეატრის სცენაზე სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის „ტერფსიქორე - 2018“ დასკვნითი კონცერტი და ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა. საკონცერტო პროგრამაზე წარმოდგენილი იყო ოცი ქორეოგრაფიული ნომერი, რის შემდეგაც მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა.

საფესტივალო პრიზით, დიპლომებითა და ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:

 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „დავლათი“ - სამხატვრო ხელმძღვანელი გოგა მოსია, ქორეოგრაფები: ნიკა ჯანაშია და თეა მიქიაშვილი; მსახიობ-მოცეკვავეები და აკომპანიატორები;

 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“ - ხელმძღვანელი - სამსონ მენაბდიშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი - ლია მენაბდიშვილი, ქორეოგრაფები: ქრისტინე მენაბდიშვილი და შალვა ჩოჩუა და მსახიობ-მოცეკვავეები;

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი „უნივერსიტეტი“- ქორეოგრაფები: დავით კიკვაძე, ეთერ კლდიაშვილი, ზვიად თაყაიშვილი, მსახიობ-მოცეკვავეები და აკომპანიატორები;

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლი „მერანი“ ქორეოგრაფები: ღირსების ორდენის კავალერები_ თეიმურაზ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი, მსახიობ-მოცეკვავეები და აკომპანიატორები;

 სოხუმის უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „მირონი“, ქორეოგრაფი დავით ნადარეიშვილი და მსახიობ-მოცეკვავეები;

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სეუ“ , ქორეოგრაფი კახა დგებუაძე, მსახიობ-მოცეკვავეები და აკომპანიატორები;

 თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯთან არსებული თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი ,,იმპულსი’’. ქორეოგრაფი- თინათინ ქოიავა და მსახიობ-მოცეკვავეები ;

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“ - ქორეოგრაფი ია კვირიკაშვილი და მსახიობ-მოცეკვავეები;

 შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა’’ , სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი - უჩა დვალიშვილი, რეპეტიტორი - ლევან ალიაშვილი და მსახიობ-მოცეკვავეები;

 შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტები;

 ჩვენი უნივერსიტეტის სტუმრები ყაზახეთიდან - ბეკზატ ბაკიტზანოვი და აბაიბოლ ომარბეკოვი.

 კომპანია „დეკა“ , - „ტრადიციული სამოსის თანამედროვე აქსესუარების“ ორიგინალური ექსპონატების გამოფენისთვის.

 ქორეოგრაფიული მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი - გაბრიელა ხვედელიძე, მხატვრული ნამუშევრების გამოფენისთვის;

 ფესტივალის სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლები;

 ფესტივალის მასტერკლასების: მარიამ ალექსიძის მასტერკლასის, ასევე, ქეთევან ზაზანაშვილისა და ანი ღვინიაშვილის ვორქშოპის მონაწილეები.

ცეკვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2018“ უკვე მეექვსედ აღინიშნა, რომელიც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანადგომით განხორცილდა. ფესტივალი ინიცირებულია დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის მიერ.

პროექტის ორგანიზატორი - საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტი და სტუდენტური თვითმმართველობა

იდეის ავტორი და კოორდინატორი - ანანო სამსონაძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი)

პროექტის ხელმძღვანელი - ეკატერინე გელიაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი და სეგმენტ კოორდინატორები: თათა თავდიშვილი, ბელა ნოზაძე, ხათუნა ტაბუცაძე, ია ლორთქიფანიძე, ანა ღვინიაშვილი, ალეკო გელაშვილი, თამარ გეგეშიძე, სოფიკო კიკაბიძე.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1096993
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-05-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია