ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

„ეტიუდების მე-9 ფესტივალი“

ორგანიზატორი - სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

ჩატარების თარიღი - 27.03.2018, 18:00სთ თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით.

ადგილი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი.

ფესტივალის შესახებ:

ყოველ წელს, თეატრის საერთაშორისო დღეს 27 მარტს - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ატარებს ეტიუდების ფესტივალს.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტებს, მსახიობების დახმარებით. აგრეთვე, მსახიობებს შეუძლიათ წარმოადგინონ დამოუკიდებელი სამსახიობო ჯგუფური და ინდივიდუალური ნამუშევრები

სასწავლო თეატრის სცენაზე სტუდენტები შეასრულებენ იმ ეტიუდებს, რომლითაც მათ გაიარეს სელექცია და გახდნენ ფესტივალის მონაწილენი.

ჟიურის წევრები არიან ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და კულტურის სფეროში მოღვაწენი.


ფესტივალის მიზანია:

● თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა;

● სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, მათი წახალისება;

● სტუდენტთათვის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის განმარტება;

● სამომავლო საერთო პროექტების პერსპექტივის განვითარება;

● ახალგზარდა თეატრალთა შემოქმედების პოპულარიზაცია;

● ახალი სახეები აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.

ფესტივალის წარმატებამ გამოიწვია მისი ყოველწლიურად ჩატარების მოთხოვნილება და მოლოდინი.


ფესტივალი აჯილდოვებს შემდეგ ნომინაციებში:

● გრან პრი

● საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი

● საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი

● საუკეთესო მსახიობი ბიჭი

● საუკეთესო მსახიობი გოგო

● სტუდენტური ჟიურის პრიზი

● სტუდენტური თვითმმართველობის პრიზი


ჟიურის წევრები:

ზურაბ გეწაძე

თამარ ცაგარელი

თემო კუპრავა

ანი ალადაშვილი

ვატო ჯუღელი

 

სტუდენტური ჟიური:

ანა ნიკოლაშვილი

აშოტ სიმონიანი

თაკო შუკაკიძე

 

მონაწილეობს 13 ეტიუდი:

8 სამსახიობო
5 სარეჟისორო

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1078856
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-04-23
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია