ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება მინი-ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციის პერსონალი.

ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი

დარეგისტრირებული 8 გუნდი.

 გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 7.

 გუნდში უნდა იყოს მინიმუმ 1 წევრი ადმინისტრაციის ან აკადემიური პერსონალიდან.

 დაუშვებელია ერთ გუნდში უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის 2 მოთამაშეზე მეტის რეგისტრაცია.

გუნდების რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 23 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციისათვის გთხოვთ შევავსოთ ონლაინ ანკეტა

ტურნირის კენჭისყრა გაიმართება 30 მარტს.

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1496644
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-10-16
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია