- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
17 მარტს საერთაშორისო განათლების გამოფენაზე სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში 11:00-18:00 საათამდე სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის კონკურსზე რომელიც გამოცხადებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ საგანმანათლებლო სააგენტო ELL-თან ერთად.
კონკურსის შედეგად სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დამოწმებული Aptis სერტიფიკატი და მოიგონ შესანიშნავი პრიზები:
• I ადგილი – ორკვირიანი სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში - M.L.S International College. კურსზე წასვლას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი, საგანმანათლებლო სააგენტო ELL ( სრულად ფინანსდება , სწავლა, ცხოვრება, მგზავრობა, ვიზა)
• II ადგილი – iPhone 7
• III ადგილი – ლეპტოპი
კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება Aptis ტესტის სერტიფიკატით, რომელიც ასახავს:
• სერტიფიკატის მფლობელის ინგლისური ენის ცოდნის დონეს
• სერტიფიკატის მფლობელის მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
• თქვენი ასაკი 18 წელს აღემატებოდეს
• იყოთ საქართველოს მოქალაქე
• იყოთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის აპრილის თვეში.
გამოფენაზე რეგისტრაციის ლინკი: https://www.facebook.com/events/1949117998673772/?active_tab=about
ინგლისური ენის კონკურსში რეგისტრაციის ლინკი: https://www.britishcouncil.ge/exam/aptis/student-competition
უკან