ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ვორქშოფი „ბათუმის ერთი დღე“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით 2018 წლის 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ქალაქ ბათუმში ვორქშოფი „ბათუმის ერთი დღე“ მიმდინარეობს. პროექტში მონაწილეობას იღებენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. პროექტის ფარგლებში ქ. ბათუმს ესტუმრებიან პოლონელი, მსოფლიოში აღიარებული კინო დოკუმენტალისტები, მიროსლავ დემბინსკი და მიროსლავა დემბინსკა, ასევე პროდიუსერი ვიქტორია ოგნევა. პროექტის „ბათუმის ერთი დღე“ ფარგლებში მოხდება სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება, რაც სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას მისცემს, ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას და ადგილობრივი და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ბათუმის ერთი დღე“ დასრულების შემდეგ იგეგმება ფილმის პრემიერა ბათუმსა და თბილისში, ასევე, ლოძის ეროვნულ კინოსკოლაში და ვარშავის ეროვნული კინოცენტრის დარბაზში. ფილმი გაიგზავნება საერთაშორისო სტუდენტური და დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალებზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.

იხ. წყარო: https://www.facebook.com/pg/%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-190686624315422/photos/?tab=album&album_id=1837192996331435 http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=628837&gid=6#.WpbFWvmWaUk

უკან
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1194155
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-09-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია