TAFU - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სტუდენტთა საყურადღებოდ!

პროექტ "Yanka Rudzka"-ს ფარგლებში, იწყება განაცხადების მიღება მათთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს თანამედროვე ცეკვის ვორქშოფში “მრავალხმიანი სხეული", რომელსაც გაუძღვებიან ქორეოგრაფები იოანა ლეშნიეროვსკა, იანუშ ორლიკი და ტრადიციული პოლონური ცეკვის ოსტატი პიოტრ ზგორზელსკი.

ვორქშოფის თემატიკა (ისევე როგორც დაგეგმილი პერფომანსის საწყისი ეტაპი) დამყარებული იქნება ადგილობრივი მუსიკალური ტრადიციით ინსპირირებულ საკითხებზე: ძიება “მრავალხმიანი სხეულისა” და “პოლიფონიური ქორეოგრაფიის” შესაძლებლობისა.

ინფორმაცია ვორქშოფზე დასწრების მსურველთათვის:

ვორქშოფები განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეებისთვის. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებმა, 25 თებერვლის 24:00სთ-მდე უნდა გააგზავნონ მოკლე ინფორმაცია მათი პროფესიული გამოცდილების შესახებ (CV და ვიდეო მასალა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sordia.salome@gmail.com (სალომე სორდია, პროექტის კოორდინატორი).

ვორქშოფის შედეგად შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ პერფორმანსში და შეუერთდებიან პროექტის გუნდს 2018 წლის ზაფხულში. პროექტის მთავარი ეტაპი გააერთიანებს მოცეკვავეებს სომხეთიდან, საქართველოდან, ბრაზილიიდან და პოლონეთიდან საერთო ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში, რომლის ტრანსფორმაციული ფორმა ამ ერთობის ბუნებას აღბეჭდავს.

პროექტის პარტნიორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის თანაორგანიზატორი:

ანანო სამსონაძე - ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქორეოლოგი, ქორეოგრაფი.

ვორქშოფების სერია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება:

6 მარტი, 18:00 – 21:00 სთ - პიოტრ ზგორზელსკის ვორქშოფი (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის).

7 მარტი, 18:00 – 20:00 სთ - იანუშ ორლიკის ვორქშოფი ((შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის).

ამ ორ ვორქშოფზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ თეატრალურის სტუდენტებს (15–20 სტუდენტი), მათთვის გაიცემა სერთიფიკატები.

9 (18:00 – 21:00 სთ) – 11 (10:00 – 18:00 სთ) მარტის ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად ხდება კანდიდატების შერჩევა და განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი. 

პროექტის შესახებ:

პროექტ "YANKA RUDZKA"-ს საფუძველი ჩაეყარა პოლონელი მოცეკვავის იანკა რუძკას (1916-2008) აღმოჩენით 2013 წელს, რომელიც XX საუკუნის 50-იან წლებში ბრაზილიაში გადავიდა პირველი ცეკვის დეპარტამენტის შესაქმნელად (სალვადორის უნივერისტეტში) და გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ბრაზილიაში ქორეოგრაფიის განვითარების თვალსაზრისით. საკუთარ სამშობლოში უცნობმა იანკა რუძკამ, თანამედროვე ცეკვისა და ტრადიციული კულტურის ელემენეტების (კერძოდ, აფრიკული კულტის კანდომბლეს მუსიკისა და რიტუალების) გაერთიანებით რევოლუცია მოახდინა სალვადორის ადგილობრივი თანამედროვე ცეკვის დარგში (როგორც სწავლების, ასევე ქორეოგრაფიული ტექნიკის მხრივ). რუძკას იმდროინდელი რევოლუციური და კონტროვერსიული რწმენა, რომ თანამედროვე კულტურა ვერ განვითარდება მისი ადგილობრივი ტრადიციების სიღრმისეული ცოდნის გარეშე, გახდა ამ პროექტის საფუძველი, რომელიც იმეორებს რუძკას ტრადიცულ კულტურასთან დაბრუნდების ქმედებას და მისი შესაძლო ზემოქმედების მნიშვნელობას თანამედროვე ქორეოგრაფიასა და ზოგადად, ხელოვნებაზე. ამ საინტერესო მოგზაურობამ, ორიგინალური ქორეოგრაფიით ცეკვის ფესვებთან (და უკან ისევ თანამედროვეობასთან) მიგვიყვანა. ქორეოგრაფიულმა დადგმამ, რომელიც იოანა ლეშნიეროვსკასა და იანუშ ორლიკის მიერ შეიქმნა, პირველ ეტაპზე, სცენაზე გააერთიანა პოლონელი და ბრაზილიელი მოცეკვავეები.

2018 წელს, პროექტი კავკასიაში გადმოინაცვლებს და გააერთიანებს ბრაზილიელ, პოლონელ, ქართველ და სომეხ არტისტებს ერთ პერფორმანსში, რომელიც შთაგონებული იქნება ოთხივე ქვეყნის ტრადიციული კულტურით - მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთად ვიმსჯელებთ საკითხზე: შესაძლებელია თუ არა შთაგონების წყაროდ იქცეს ტრადიციული კულტურა ჩვენთვის, და რა მხრივ წარმართავს ის თანამედროვე ცეკვის პრაქტიკის განვითარებას. საკუთარი ტრადიციული კულტურის ფესვებთან კავშირით, ჩვენ შევქმნით პერფორმანსს, ექსტატურ და ტრანსფორმაციულ ცეკვას, რომელიც ამ პროექტის იდეის ვიზუალიზაცია იქნება და რომელსაც მოგვიანებით მაყურებლებსაც გავუზიარებთ.

პერფორმანსის პრემიერა შედგება 2018 წლის სექტემბერიდან ბელარუსიაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში (პროექტის შესრულების ვადები: 13 აგვისტო - 6 ოქტომბერი, 2018).

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1157818
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-08-08
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია