ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბრძანება

05. 02. 2018 წელი 16/2

----------------------------- ქ. თბილისი # -----------------------------

დრამის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

მიბმული ფაილები:

დანართი 1
დანართი 2
კონკურსის წესი

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

დრამის ფაკულტეტი

1. 1. სასცენო მეტყველების მიმართულება

ასისტენტ-პროფესორის 1 ს. ე.

 

2. დრამის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 09 თებერვლიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 12 მარტიდან 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

ოქმი # 3 02.02.2018 წ.

 

რ ე ქ ტ ო რ ი გიორგი მარგველაშვილი

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1080592
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია