- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ბრძანება 20.11.2017 წელი 167/2 - სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში კონკურსის შედეგად მეცნიერი თანამშრომლის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დ ა ნ ი შ ნ უ ლ იქნან სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 2017 წლის 20 ნოემბრიდან, გაუფორმდეთ შრომითი ხელშეკრულებები:
თეატრმცოდნეობა
1. თამარ ქუთათელაძე 3 წლის ვადით
კინომცოდნეობა
1. ლია კალანდარიშვილი 3 წლის ვადით
ხელოვნებათმცოდნეობა
1. ირმა დოლიძე 3 წლის ვადით
1. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობაზე დანიშვნის შედეგები გამოცხადდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, http://tafu.edu.ge/
2. დანიშნულ მეცნიერ თანამშრომლებთან გაფორმდეს კონტრაქტები შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.
3. შრომითი კონტრაქტების გაფორმებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.
ოქმი # 18 20.11.2017 წ.
რ ე ქ ტ ო რ ი გიორგი მარგველაშვილი
უკან