ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება - 20.11.2017 წელი 166/2 - დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დ ა ნ ი შ ნ უ ლ იქნან აკადემიურ თანამდებობაზე 2017 წლის 20 ნოემბრიდან, გაუფორმდეთ შრომითი ხელშეკრულებები:

 

დრამის ფაკულტეტი

სამუსიკო ხელოვნების მიმართულებით /ვოკალურ-საგუნდო ტექნიკის განხრით/

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე:

1. ნინო სიხარულიძე 2 წლის ვადით

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

მხატვრული კინოს რეჟისურის მიმართულებით

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე:

1. ლევან თუთბერიძე 4 წლის ვადით

 

1. პროფესორ–მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის შედეგები გამოცხადდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, http://tafu.edu.ge/

2. აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანილ ასოცირბულ პროფესორთან და ასისტენტ-პროფესორთან გაფორმდეს კონტრაქტები შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.

3. შრომითი კონტრაქტების გაფორმებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

 

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

ოქმი # 18 20.11.2017 წ.

 

რ ე ქ ტ ო რ ი გიორგი მარგველაშვილი

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0998137
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-12-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია