ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

29 სექტემბერს საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ცეკვა, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“. კონფერენციის ორგანიზატორია ანანო სამსონაძე. კონფერენცია მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მონაწილეობის პროექტის (ხელმძღვანელი ნატო გენგიური) ერთ-ერთი ღონისძიება იყო.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: მაკა თაქთაქიშვილმა (საქრთველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო), გიორგი უშიკიშვილმა (ფოლკლორის ეროვნული სკოლა), ოლეგ ალავიძემ (საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი) და ასევე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კონოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტმა – ეკატერინე გელიაშვილმა, ანანო სამსონაძემ და ხათუნა დამჩიძემ. მომხსენებლებმა განიხილეს ქართული ცეკვისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ყველა საკითხი, მათ შორის ცეკვა “ფერხულისა” და “ხორუმის” შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ამ პროცესის მომდევნო ეტაპებზე. ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგად ცეკვა “ქართულისთვის” ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი გამოიკვეთა. ჩამოყალიბდა ქორეოგრაფ-ქორეოლოგების სამუშაო ჯგუფი.

იხ. პროგრამა:

უკან
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-10-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია