ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრძანება 29. 09. 2017 წელი 127/2

----------------------------- ქ. თბილისი # -----------------------------

სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

მიბმული ფაილები:

დანართი 1
დანართი 2
დებულება

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს კონკურსი:

 

1. თეატრმცოდნეობა

მეცნიერი თანამშრომელის 1 ს. ე.

 

2. კინომცოდნეობა

მეცნიერი თანამშრომელის 1 ს. ე.

 

3. ხელოვნებათმცოდნეობა

მეცნიერი თანამშრომელის 1 ს. ე.

 

2. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 03 ოქტომბრიდან

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 06 ნოემბრიდან 2017 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

ოქმი #16 28.09.2017 წ.

 

რ ე ქ ტ ო რ ი გიორგი მარგველაშვილი

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-10-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია