ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს (27.09. 2017, #1) გადაწყვეტილებით ცხადდება ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

დეკანის თანამდებობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე, ბიოგრაფია, შეასაბამისი დოკუმენტაციით და ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

კანდიდატს მოეთხოვება:

• სახელმწიფო (ქართული) ენის ცოდნა;

• დოქტორის აკადემიური ხარისხი უნივერსიტეტის პროფილურ სფეროში;

• სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლში მუშაობის გამოცდილება, როგორც სწავლება-კვლევის, ისე ადმინისტრაციული მიმართულებით;

• უნდა ერკვეოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და ძირითად დებულებებში;

• უნდა ფლობდეს უცხო ენას B2 დონეზე;

• უნდა ფლობდეს საოფისე კომპ. პროგრამებს Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook), ინტერნეტისა და ელ. ფოსტის აპლიკაციებს.

 

დამატებით მოთხოვნები:

• კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;

• დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.

 

კონკურსი ცხადდება 2017 წლის 27 სექტემბრიდან

• საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა - 2017 წლის 28 ოქტომბრიდან - 2017 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით

 

კენჭისყრის ჩატარდების თარიღია - 8 ნოემბერი

• არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არა უგვიანეს 9 ნოემბრისა

 

საბუთების მიღება იწარმოებს:

მისამართი: უნივერისტეტის II კორპუსი, აღმაშენებლის #40

სართული 2, ოთახი № 204

12 საათიდან - 17 საათამდე

საკონტაქტო ტელეფონები:

2 94 02 76

 

P.S. დაზუსტება

დაზუსტდეს ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს (27.09.17, #1) გადაწყვტილებით გამოცხადებულ ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში, დეკანის თანამდებობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის რექტორის სახელზე წარმოსადგენი ბიოგრაფიისა და შესაბამისი დოკუმენტაცის ჩამონათვალი. აღნიშნული დოკუმენტაცია მოიცავს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს;
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლს;
  • ავტობიოგრაფიაში მითითებული კურსების დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობები.

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2501823
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია