ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

აზიის თეატრალური განათლების ცენტრის (ATEC) X საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ცენტრის ხელმძღვანელთა თხოვნითა და მოწვევით, თეატრისა და კინოს უნივერისტეტიდან ფორუმზე იმყოფებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ცენტრის სამუშაო შეხვედრაზე და ჩაატარა მასტერკლასი რეჟისორის სპეციალობის სტუდენტებთან თემაზე: ”შექსპირის პიესის - ”რომეო და ჟულიეტა” - მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები”. აზიის თეატრალური განათლების ცენტრის (ATEC) X საერთაშორისო ფორუმის ცერემონიის გახსნის ცერემონიალზე ”თეატრალურის” რექტორი, დრამის ფაკულტეტის პროფესორი, რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი პეკინის დრამის აკადემიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა საპატიო მედლით. თეატრმცოდნე, ასოცირებული პროფესორი თამარ ცაგარელი (აზიის თეატრალური სკოლების ტრადიციული ცეკვების წარმოდგენის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან), ზემოთ ხსენებულ ფორუმზე მიწვეული იყო როგორც ფორუმის დელეგატი მომხსენებლის სტატუსით, ხოლო დრამის ფაკულტეტის ფოკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების, კერძოდ კი, ქართული ხალხური ცეკვის სტუდენტური ანსამბლი "როკვა" (ხელმძღვანელი: უჩა დვალიშვილი) წარმოდგენის გასამართად.

იხილეთ ფოტო გალერეა

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0962003
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-08-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია