- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება
24. 04. 2017 წელი 43/2
----------------------------- ქ. თბილისი # -----------------------------
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის, ფაკულტეტზე კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დანიშნულ იქნან აკადემიურ თანამდებობაზე 2017 წლის 01 მაისიდან, გაუფორმდეთ შრომითი ხელშეკრულებები:
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
თეატრმცოდნეობა
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე /2 წლის ვადით/
1. ლაშა ჩხარტიშვილი
ხელოვნებათმცოდნეობა
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე /2 წლის ვადით/
1. ლალი ოსეფაშვილი
1. პროფესორ–მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის შედეგები გამოცხადდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, http://tafu.edu.ge/
2. აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანილ ასისტენტ-პროფესორებთან გაფორმდეს კონტრაქტები შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.
3. შრომითი კონტრაქტების გაფორმებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.
ოქმი # 12 24.04.2017 წ.
რექტორი გიორგი მარგველაშვილი
უკან