ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

პარასკევს, 31 მარტს, 12:00სთ-ზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, კინოკლუბის დარბაზში გაიმართება ჩირო გუერას მიერ 2015 წელს გადაღებული კოლუმბიური ფილმის „El abrazo de la serpiente“ („გველთან ჩახუტება“) ჩვენება. სცენარი დაფუძნებულია ორი მეცნიერის, გერმანელი თეოდორ კოხ-გრუნბერგისა და ამერიკელი რიჩარდ ევანს შულტსის დღიურებზე. 2015 წლის კანის კინოფესტივალის სექციაში ‘’რეჟისორთა ორკვირეული’’ ფილმმა მიიღო ხელოვნების პრემია, ასევე ნომინირებულ იქნა „ოსკარის“ პრემიაზე როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

კოლუმბიის საელჩოს ეგიდით, 28 - 31 მარტს იმართება კოლუმბიის ფილმების კვირეული და გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კოლუმბიის საელჩო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალში, ინგლისური სუბტიტრებით. დასაწყისი 16:00სთ-ზე.

ORG + ENG SUB

ფილმის ჩვენება/დისკუსიას წარუძღვება რეჟისორი ო. ლითანიშვილი

დასაწყისი 12:00 სთ

მის: აღმაშენებლის გამზ: 40

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0964738
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია