ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად

კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2017 წლის 4 მაისიდან და გაგრძელდება 2017 წლის 24 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: თბილისის, რუსთაველის გამზ. 19.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სამეცნიერო ხარისხი

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

გ) სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის გამოცდილება

დ) სახელმწიფო (ქართული) ენის ცოდნა

ე) უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე;

ვ) Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook), ინტერნეტისა და ელ. ფოსტის აპლიკაციების ცოდნა;

ზ) დამატებით მოთხოვნები:

• კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;

• დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.

 

კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი

დოკუმენტაცია: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის

დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამეცნიერო-

პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი,

ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი

და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტოსურათი (ზომა 3x4 სმ)

 

შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს.

 

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

2990336

www.tafu.edu.ge

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2641836
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-03-28
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია