ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის პორტალი
სიახლე

ფრანსუა ტრიუფოს წერილების პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია

23 მარტს, 17:30 სათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, კინოკლუბის დარბაზში ნუცა ალექსი-მესხიშვილი და ნინო კასრაძე წარმოგიდგენთ ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ტრიუფოს წერილების პირველ ქართულ გამოცემას. სტატიები კინოხელოვნებაზე, რომელიც წიგნში - „რაც თვალს სიამოვნებს“ - თავმოყრილია (ფრანგული გამოცემა: Francois Truffaut: Le Plaisir des yeux; გამომცემელი: Cahiers Du Cinema), ტრიუფოს არაჩვეულებრივი კარიერის სხვადასხვა ეტაპზეა დაწერილი, მათი წიგნად თავმოყრა კი მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

წიგნიდან ამონარიდებს მსახიობის ხელოვნებაზე წაიკითხავს ცნობილი თეატრისა და კინოს მსახიობი ნინო კასრაძე.

პროექტის ავტორი და მთარგმნელი: ნუცა ალექსი-მესხიშვილი

წიგნის ქართული გამომცემლობა: სეზან ფაბლიშინგი

მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 40.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0955009
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-05-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია