ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის პორტალი
სიახლე

სტუდენტების საყურადღებოდ!

2017 წლის 14 მარტს გაიმართება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მართვაში და ამ უფლების რეალიზაციისათვის წარმოდგენილი იყვნენ წევრებად წარმომადგენლობით საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოში.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს. სტუდენტური თვითმმართველობის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც 2017 წლის 13 მარტის ჩათვლით 18:00 სთ-მდე გაივლის რეგისტრაციას. რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ განცხადება, რომელიც ბარდება საარჩევნო კომისიას (უნივერსიტეტის I კორპუსი, საორგანიზაციო სამსახური, თბილისი, რუსთაველის გამზ. 19).

წარმომადგენლობითი საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს ფუნქციები იხილეთ დამატებით (ბმული).

მიბმული ფაილები:

წარმომადგენლობითი საბჭო

ფაკულტეტის საბჭო

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0955009
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-05-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია