- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება
16. 02. 2017 წელი 18/2
----------------------------- ქ. თბილისი # -----------------------------
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე
მიბმული ფაილები:
- განცხადება (word ფორმატი)
- აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი (pdf ფორმატი)
- დანართი 1 (pdf ფორმატი)
- დანართი 2 (word ფორმატი)
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
1.1. თეატრმცოდნეობა
ასისტენტ-პროფესორის 1 ს. ე.
1.2. ხელოვნებათმცოდნეობა
ასისტენტ-პროფესორის 1 ს. ე.
2. ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 23 თებერვლიდან
4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 3 აპრილის ჩათვლით.
5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.
ოქმი # 10 16.02.2017 წ.
რ ე ქ ტ ო რ ი გიორგი მარგველაშვილი
უკან