ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2017 წლის 22-23 ივნისს გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოველწლიური X სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციის პრიორიტეტული თემაა

მითის ინტერპრეტაცია ხელოვნებაში

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევარებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა ჩვენი კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.

კონფერენციაზე იმუშავებს თავისუფალი სექციებიც, რომელთა თემატიკა არ შემოიფარგლება აღნიშნული თემატიკით და დარგებით. თავისუფალი სექციები იქნება კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე ხელოვნებისა და მედიის სფეროს იმ მოხსენებებისთვის, რომლებიც არ ჯდება პრიორიტეტულ თემატიკაში. კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული თემატური კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება VIII ტომში კრებულისა “XX საუკუნის ხელოვნება”, ხოლო არათემატური სექციების შერჩეული მასალები - კრებულში “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი”.

ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 აპრილი,

ხოლო სრული მოხსენებებისა - 20 მაისი.

 

მოთხოვნები და პარამეტრები:

თეზისები და მოხსენებები უნდა გადმოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.

თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.

ქართული შრიფტი აკად. ნუსხური, ინგლისურისთვის Times New Rom

ზომა 12, დაშორება 1,15.

მოხსენება არ უნდა აჭარბებდეს 6 გვ-ს.

 

კონფერენციის ორგანიზატორია

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი,

პროფესორი ნატო გენგიური

ტ. 577 94 70 03; 593 24 42 78.

natogengiuri@gmail.com

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0986792
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-11-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია