ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2017 წლის 10 მაისს გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის X სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ წლევანდელი სტუდენტური კონფერენცია საიუბილეოა, რადგან რიგით მეათეა. პირველად ის 2008 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. წელსაც კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონფერენციის თემატიკა უკავშირდება ჰუმანიტარულ, სოციალურ და სხვა სამეცნიერო მიმართულებებს. იქნება ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის და მუსიკისმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ხელოვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის სექციები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაურები შესაბამისი ინფორმაციით (სტუდენტის სახელი გვარი, უმაღლესი სასწავლებლისა და სპეციალობის დასახელება, სწავლის საფეხურის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი გვარი აკად. თანამდებობა).

მოხსენების თემა და სათაური სტუდენტმა უნდა შეათანხმოს ხელმძღვანელთან.

 

მოხსენების სათაურის წარმოდგენის ბოლო ვადაა 5 აპრილი,

ხოლო სრული მოხსენებებისა - 25 აპრილი.

 

მოთხოვნები და პარამეტრები:

მოხსენების სათაური და მოხსენებები უნდა გადმოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს.

ქართული შრიფტი აკად. ნუსხური, ზომა 12, დაშორება 1,5.

 

კონფერენციის ორგანიზატორია

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

პროფესორი ნატო გენგიური

 

ტ. 577 94 70 03; 593 24 42 78.

natogengiuri@gmail.com

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2501848
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია