ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

19 თებერვალს 15:00 საათზე - მის: აღმაშენებლის გამზ. 40

ჯიმ სტარკის მასტერკლასი თეატრალურში

ხვალ, 3 საათზე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, "კინოკლუბის" დარბაზში ჩატარდება ამერიკელი კინოპროდიუსერის - ჯიმ სტარკის მასტერკლასი.

ჯიმ სტარკი შარშანაც იმყოფებოდა თბილისში აშშ-საქართველოს 20 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში იგი სტუმრობდა თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს "ამირანი" და გახლდათ ჟიურის საპატიო თავმჯდომარე.

ბატონი სტარკი უკვე 30 წელია მოღვაწეობს კინოს სამყაროში და არის არაერთი წარმატებული პროექტის (ფილმის) ავტორი. იგი თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორთან, როგორიც არის ჯიმ ჯარმუში. ბატონი სტარკი ძირითადად დაბალ ბიუჯეტიან ფილმებზე მუშაობს , როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და შესაბამისად მისთვის არ არის უცხო ის შეზღუდული პირობები, რაც ჩვენს ეროვნულ კინო სამყაროში გაგვაჩნია.

მასტერკლასის ძირითადი თემა იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ბატონი სტარკი ისაუბრებს, თუ როგორ გადავიღოთ კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. იქნება ნაჩვენები კონკრეტული მაგალითები და საუბარიც იქნება ძალზედ კონკრეტული, საინტერესო და სასარგებლო.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0962066
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-08-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია