ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის პორტალი
სიახლე

კინო-ტელე ფაკულტეტის იუბილე და ერაზმუსის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

28 დეკემბერს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ღონისძიება გაიმართება - 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ფაკულტეტი 40 წლის წინ დაარსდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, მცირე პრეზენტაცია და მიღება გაიმართება უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ცენტრალურ ფოიეში. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება კინო-ტელე ფაკულტეტის მიერ საერთაშორისო ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმების კოლაჟი და წარმოდგენილი იქნება მისი არსებობის მანძილზე მიღებული ჯილდოები / სიგელები, ასევე ძველი კინო ტექნიკა, რომელიც უნივერსიტეტის კინოს მუზეუმში ინახება. ღონისძიებას დაესწრებიან სხვა და სხვა თაობის კინოხელოვანები.

იმავე დღე, 13:00 საათზე, ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან ერთად წარმოგიდგენთ სამაგისტრო პროგრამის DocNomads პრეზენტაციას. DocNomads - ეს არის ერაზმუსის 120 კრედიტიანი დოკუმენტური კინოს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტ კინემატოგრაფისტებს ისწავლონ ამ პროგრამაზე ლისაბონი-ბუდაპეშტი - ბრუსელის კინოსკოლებში. სამაგისტრო პროგრამას წარადგენს პროფესორი ტამაშ ალმასი.

ღონისძიებები უნივერსიტეტის მე-2 ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება, მის: აღმაშენებლის გამზ. 40 (ახალი ტფილისის ტერიტორია)

 

 

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0955009
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-05-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია