- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2017 წლის 24 აპრილს გაიმართება კინო-ტელე ფაკულტეტის პირველი ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციის თემა: საეკრანო ხელოვნება: თეორია და პრაქტიკა.
კონფერენცია მიზნად ისახავს აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში მოღვაწე სხვადასხვა სპეციალობის პრაქტიკოსთა ცოდნისა და გამოცდილების თეორეტიზირებას, მათი მუშაობის ტილისა და მეთოდის დაფიქსირებას.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში მოღვაწე ყველა სპეციალისტს, ასევე მაგისტრანტებს და დოქტორანტებს
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2017 წლის 24 თებერვლამდე წარმოადგინოთ:
• ნაშრომის თეზისები (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
• თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე AcadNusx, ზომა – 12, ინგლისური ტექსტისათვის Times New Roman. სტრიქონთა შორისი ინტერვალი – 1,5;
• თეზისის მოცულობა – არაუმეტეს 1,5 გვერდისა, ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით.
სამეცნიერო ნაშრომი
• ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე შრიფტი: AcadNusx, ზომა– 12 სტრიქონთა შორისი ინტერვალი–1,5. ნაშრომის მოცულობა–5- 10 გვ., გამოყენებული ლიტერატურის, საილუსტრაციო მასალის ჩათვლით.
• მაგისტრანტების და დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
• ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა – 10 აპრილი
კონფერენციის ორგანიზატორი
კინო-ტელე ფაკულტეტი
ნაშრომები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
უკან