ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის პორტალი
სიახლე

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ ახალი წიგნის პრეზენტაცია

"პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი"

8 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში (აღმაშენებლის გამზ. 40) გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეატრმცოდნე - მარიკა მამაცაშვილის მონოგრაფიის - „პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი - 2X2 ≠ 4“ - პრეზენტაცია.

„პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი“ სათეატრო რეჟისურას შეეხება. წიგნში განხილულია თეატრი მთელი თავისი სირთულეებით: თეატრი, როგორც კულტურის ერთ-ერთი სახელოვნებო დარგი, მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილებით, როგორებიცაა: დრამატურგია, სამსახიობო შესრულების ტექნიკა, თეატრალური სივრცე, კოსტიუმი, გრიმი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, მაყურებელი, და ბოლოს, რეჟისურა, როგორც ყოველივე ამის გამაერთიანებელი.

ავტორის აზრით, პიტერ ბრუკის შემოქმედების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მან არა მხოლოდ გაიზიარა მსოფლიო თეატრის კულტურული გამოცდილება, არამედ ახლებურად წარმოაჩინა საკუთარ შემოქმედებაში. ბრუკმა მეცნიერებაც კი ხელოვნების სამსახურში ჩააყენა. სწორედ ამიტომ, იგი ერთდროულად რეჟისორიცაა და მეცნიერიც. ის არა მარტო პრაქტიკოსი რეჟისორია, არამედ საკუთარი შემოქმედების და მთლიანად თეატრის დაუღალავი მკვლევარიც.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0955273
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-05-26
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია