ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

გაიოზ (გიზო) ჟორდანია

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი, რომლის სახელიც მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამ უნივერსიტეტის, დრამის სარეჟისორო მიმართულების კურსდამთავრებული გ. ჟორდანია, მართალია სხვადასხვა წლებში არაერთ ქართულ თეატრში (ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, ბათუმის...) მუშაობდა, როგორც დამდგმელი თუ მთავარი რეჟისორი, მაგრამ მას არასოდეს შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. მის მიერ აღზრდილი მრავალი მსახიობი თუ რეჟისორი, დღეს ქართული თეატრისა და კინოს აღიარებული ოსტატია. 1991-1999 წლებში, გ. ჟორდანია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, როგორც რექტორი, სათავეში ედგა. მანამდე და შემდეგაც ხელმძღვანელობდა ხან სამსახიობო და ხან სარეჟისორო მიმართულებას, როგორც პროფესორი ან კათედრის გამგე.

გიზო ჟორდანიას სარეჟისორო ხელწერა გამოირჩეოდა ფერადოვნებით, გამომგონებლობით, უშრეტი ფანტაზიით, სანახაობრიობით, მუსიკალურობითა და იუმორით. მის მიერ დადგმული არაერთი სპექტაკლიდან აღსანიშნავია: „უკანასკნელი მასკარადი“, „ხოგაის მინდია“, „აბესალომ და ეთერი“, „პიკის ქალი“, „მინდია“, „მთვარის მოტაცება“, „ანა ფრანკის დღიური“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ამაღამ მგონი იქნება ქარი“, „ჰამლეტი“ და სხვა მრავალი.

გარდა ამისა, გ. ჟორდანია არაერთი საზღვარგარეთ დადგმული საოპერო სპექტაკლის ავტორია.

მისი გარდაცვალება, უდავოდ დიდი დანაკლისია, როგორც ზოგადად ქართული თეატრალური ხელოვნებისათვის, ისე კონკრეტულად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისათვის.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0960119
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-07-26
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია