ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად

სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1 ნოემბრიდან აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2016 წლის 1 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2016 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

თანამდებობრივი სარგო - 1830 ლარი

სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

 

ფუნქციები: 

  1. ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
  2. უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
  3. ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;
  4. ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;
  5. ხელმძღვანელობს ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;
  6. ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;
  7. ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
  8. პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
  9. ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით;
  10. ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს;
  11. შტატგარეშე დასაქმებულებთან დებს შრომის ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების ოდენობას;
  12. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
  13. იღებს გადაწყვეტილებას დასაქმებულებზე პრემიისა და მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ, სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდის გადავადებაზე ან/და ზედმეტად გადახდილის დაბრუნებაზე და  უნივერსიტეტის დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობაზე;
  14. უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება უნივერსიტეტის თანამშრომელზე.

მოთხოვნები: 

  1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება (მენეჯმენტი, ფინანსები და ა.შ., მაგისტრი);
  2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და ავტორიზაცია/აკრედიტაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  3. გამოცდილება საჯარო ფინანსების მართვაში;
  4. გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
  5. სამოქმედო გეგმისა და უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა;
  6. სახელმწიფო (ქართული) ენის ცოდნა;
  7. უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა B2 დონეზე;
  8. Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook), ელ. ფოსტის აპლიკაციების ცოდნა;
  9. დამატებითი მოთხოვნები:
    - კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
    - დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.

სამუშაო თემატიკა: 

  1. საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ“; 
  2. საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
  3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  4. საქართველოს შრომის კოდექსი;
  5. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  6. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
  7. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/91 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“;
  8. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის №05/81 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
  9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
  10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  11. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
  12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“  ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 16 აპრილის N364 ბრძანება ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“;
  14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის  #605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ;
  15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის  #449 ბრძანება საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრაციის ფორმების დამტკიცების თაობაზე;
  16. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

წარსადგენი დოკუმენტები: 

  1. განცხადება (აკადემიური საბჭოს სახელზე);
  2. მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ფოტოსურათით;
  3. უმაღლესი ეკონომიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგისტრის);
  4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და ავტორიზაცია/აკრედიტაციის მიმართულებით მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2 დონე);
  6. სამოქმედო გეგმა და უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია.

განცხადებების მიღება: 

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. #19

(საორგანიზაციო სამსახური)

საკონტაქტო ტელეფონი: 032 2 99 03 36

www.tafu.edu.ge

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0957533
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-19
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია