ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის პორტალი
სიახლე

თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის (YTA UNION) - საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით 2016 წლის 27-31 ოქტომბერს ჩატარდება თბილისის სცენოგარფიის ბიენალე.

ბიენალეს მიზანია ახლგაზრდა სცენოგრაფების და ხელოვანთათვის (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან) პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი იდეების გასაზიარებლად, ასევე ინტერკულტურული დიალოგისათვის პირობების შექმნა.

პროექტი მოიცავს მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენას და მის განხილვას, "მრგვალ მაგიდებს" თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე და სცენოგრაფიის სპეციფიურ პრობლემებზე; ასევე შემოქმედებით შეხვედრებს, ლექცია-პრეზენტაციებს, და დისკუსიებს.

თბილისის სცენოგრაფიის ბიენალეს დაფუძნებით საერთაშორისო კულტურულ საფესტივალო რუკაზე ახალი მიმართულების პროფესიული ფესტივალი ჩნდება, რაც ემსახურება ამ მულტიდისციპლინარული დარგის ზოგად განვითარებას, ასევე თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას. ბიენალეს მნიშვნელოვანი ნაწილია Masters' Lab მუდმივმოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა (ლაბორატორია ოსტატებთან), რომლის ფარგლებშიც გამოჩენილ ხელოვანთა და მეცნიერთა ლექცია-პრეზენტაციები და მასტერკლასები ჩატარდება.

ბიენალეს საექსპოზიციო ნაწილი გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში, საგამოფენო დარბაზში.

 

27 ოქტომბერი გახსნა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

17.00-19.00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, IIIკორპუსი.

მისამართი: საქართველო, თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7

 

Masters' Lab ( ლაბორატორია ოსტატებთან)

რობერტ სტურუა - რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (საქართველო, თბილისი)

ლიუბოვ ოვეს - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რუსეთის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და რუსეთის სცენიური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის რუსული თეატრის კათედრების პროფესორი ( რუსეთი, სანქტ. პეტერბურგი).

ელენა სტეპანოვა - დამდგმელი მხატვარი, ორგზის „ ოქროს ნიღბის “ ლაურეატი , მოსკოვის პრემიის ლაურეატი ( რუსეთი, მოსკოვი)

 

ბიენალეს პარტნიორები

შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,

საქართველოს თეატრალური საზოგადოება

რუსეთის ფედერაციის თეატრალური კავშირი,

რუსეთის OISTAT ცენტრი

 

ბიენალეს მხარდამჭერები

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთ-კავკასიური ფესტივალი თბილისში

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0955009
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-05-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია