ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში პირველკურსელთა ფიცის დადების რიგით მე-9 ცერემონია გაიმართება

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში, პირველკურსელთა ფიცის დადების რიგით მეცხრე სიმბოლური რიტუალი გაიმართება. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმოდ დადებენ ფიცს.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 80-იან წლებში შემოღებულ იქნა პირველკურსელთა ფიცის დადების რიტუალი. 2008 წელს კი კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით თეატრალური „ნათლობის“ რიტუალი აღდგა.

ცერემონიაზე სტუდენტები დადებენ ფიცს, რომ ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს და, როგორც პროფესიონალები, დაიცავენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს. ფიცის ტექსტს სტუდენტები და უფროსი თაობის მსახიობები ერთხმად წაიკითხავენ. ცერემონიას დაესწრებიან თეატრალური სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, სტუდენტები კი მათგან რჩევებს და მილოცვას მიიღებენ. თეატრალურ სამყაროში მოღვაწეობის დაწყებას ახალბედა მსახიობებს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობები სიმბოლურად, სახეზე გრიმის ცხებით მიულოცავენ.

ნათლობის ღონისძიებაზე სტუდენტები ასევე წარმოადგენენ ეტიუდებს, ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინი ონეზაშვილი - მარკეტინგის მენეჯერი

(+995) 555 25 23 20

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0950536
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია