ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

განცხადება - ცხადდება მიღება დოქტორანტურაში 2016-2017 სასწავლო წლისათვის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

 

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

თეატრმცოდნეობა

ა. მსოფლიო თეატრი – ეპოქები, ეტაპები, ასპექტები - ხელმძღ. თამარ ბოკუჩავა

 

კინომცოდნეობა

ა. ქართული კინო მითოლოგიურ-ფოლკლორულ ასპექტებში - ხელმძღვ. ლელა ოჩიაური

ბ. მსოფლიო კინოს ისტორია - ხელმძღვ. ზვიად დოლიძე

 

მედიის კვლევა

კულტურა მედიაში - ხელმძღვ. გიორგი ჩართოლანი

 

ქორეოლოგია

ა. ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია და თეორია - ხელმძღვ. ანანო სამსონაძე

 

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

აუდიო-ვიზუალური რეჟისურა

ა. კინორეჟისურა - ხელმძღვ. დავით ჯანელიძე, ლელა ოჩიაური.

 

საბუთები მიიღება 2016 წლის 5 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით.

 

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

 

- განცხადება რექტორის სახელზე სადოქტორო პროგრამის მითითებით

- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV)

- ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით)

- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა-დასაბუთება

- სავარაუდო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა

- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში)

- ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)

- რეფერატული ნაშრომი (ფორმატი: 7-10 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი - 12, ინტერვალი - 1/,,sylfaen” - შრიფტი - 11, ინტერვალი - 1) სასურველი თემატიკის ფარგლებში-თეორიული მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.

- სამოტივაციო წერილი სასურველი პროგრამის ფარგლებში - საშემსრულებლო მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.

- 20 ლარიანი ქვითარი

 

რეკვიზიტები: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიში: 7 0888 7519

 

გამოცდა უცხო ენაში - 26 სექტემბერს 13 სთ. /მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს/

გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 27 სექტემბერს 13 საათზე.

 

გამოცდების შედეგები გამოცხადდება 27 სექტემბერს.

 

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს 27 სექტემბერს.

საბოლოო შედეგები გამოცხადდება 28 სექტემბერს.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2016 წლის 3 ოქტომბერს.

 

საბუთების მიიღება უნივერსიტეტის II კორპუსში, ოთახი 218 11 საათიდან 17 საათამდე

შაბათ-კვირის გარდა. ტელ: 2 94 20 69, 577 288 784, 577 288 785

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0957534
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-19
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია