ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ვროცლავის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორის მეტყველების სპეციალისტის ევა გლოვაცკას მასტერკლასები

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით თბილისში იმყოფება ვროცლავის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, მეტყველების სპეციალისტი - ევა გლოვაცკა. 28 ივლისიდან 1 კვირის განმავლობაში, 11:00-საათიდან გრიბოედოვის თეატრის დიდი სცენა დაეთმობა მის მასტერკლასებსა და ვორქშოფებს, რომელიც სპეციალურად იმართება მეტყველების პედაგოგებისათვის და დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

ევა გლოვაცკას დამთავრებული აქვს კალიშის საფორტეპიანო სკოლა, პოზნანის მუსიკალური აკადემია და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის მეტყველების თერაპიის ფაკულტეტი. მას გავლილი აქვს ვორქშოპები: ზიგმუნდ მოლიკთან, ოლგა ცვაიგერთან, კრტისტინ ლინკლატერთან. იგი არის მეტყველებისა და ვოკალის სერთიფიცირებული მასწავლებელი. როგორც მომღერალს შესრულებული აქვს ევროპული ტურნე სპექტაკლით ,,ოპერა-ფანტომი’’. 1997 წელს გახდა ,,FAMA’’ ფესტივალის გამარჯვებული. ევა გლოვაცკა არის მეტყველების სპეციალისტი და მასწავლებელი პოზნანის, ვარშავის და ვროცლავის თეატრალური სასწავლებლებში. იგი გახლავთ ვროცლავის მუსიკალური თეატრის ,,კაპიტალის’’ მსახიობი და ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან.

 

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0952876
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია