ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

მომავლის ბანაკში რეგისტრაცია გრძელდება

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ამაწლის 21 ივლისიდან, 18-დან 29 წლამდე სტუდენტებს გიწვევთ ,,მომავლის ბანაკში“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაბა შაორი).

ბანაკში ჩართული იქნება 1280 ახალგაზრდა. ახალგაზრდების გამგზავრება დაგეგმილია ათ ნაკადად. უპირატესობით ისარგებლებენ კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას...: „ნიშნების ფურცელი“, ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ, ცნობა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ, ცნობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრობის შესახებ. სავალდებულოა ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა N 100.

ბანაკში დაგეგმილია საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული აქტივობების განხორციელება.

ბანაკის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ: პირადობის მოწმობა, პირადი ჰიგიენის ნივთები, თეთრეული, თბილი ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი.

,,მომავლის ბანაკს“ აქვს წესდება, რომლის დაცვა სავალდებულოა ყველა მონაწილისთვის.

აპლიკაციის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე http://my.tbilisi.gov.ge/#/home, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაიარეთ ავტორიზაცია. აირჩიეთ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, მომავლის ბანაკი, თქვენთვის სასურველი ნაკადის ტიპი, ატვირთეთ საჭირო ინფორმაცია და გამოაგზავნეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო პირები:

დოდო ჭუმბურიძე - 591 50 83 14

ანა სანთელაძე - 598 27 44 17

‪#‎მომავლისბანაკიშაორში

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0964605
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-09-17
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია