ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა

იხილეთ მიბმული ფაილი 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დააწესა.

სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე,განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში)და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა.

სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის - თვეში 100 ლარს.

სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად,ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(ათი თვე).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ სამინისტროს გვერდი: http://meca.gov.ge

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0953147
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია