ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

IX სამეცნიერო კონფერენცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში

22-23 ივნისს ჩატარდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოველწლიური IX სამეცნიერო კონფერენცია. 2016 წლის კონფერენციის პრიორიტეტული თემა იყო “კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში”. კონფერენციაში მონაწილეობა 6--მდე პროფესორმა და მკვლევარმა მიიღო არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტიდან, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლებებიდანაც. კონფერენცია ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და წარმოგვიდგენს ახალ გამოკვლევებს. კონფერენციის დამფუძნებელი და ორგანიზატორია პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გენგიური.

წლევანდელ კონფერენციაზე სულ იმუშავა ათმა სექციამ: თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, მედიოლოგიის, მუსიკათმცოდნეობის სექციებმა. გარდა ამისა, იყო თავისუფალი სექციებიც ხელოვნების მენეჯმენტის და კულტურული ტურიზმის მიმართულებით. სექციებს თამჯდომარეობდნენ პროფესორები გიორგი ცქიტიშვილი, ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური, გიორგი ჩართოლანი, ირინე აბესაძე, ნინო სანადირაძე, მალხაზ ღვინჯილია, თამარ ბოკუჩავა, მაია კიკნაძე. 23 ივნისს თეატრმცონობის სექციამ მოხსენებები წარმოაგინა გორში, კომედიის ფესტივალის ფარგლებში. ერისთავის თეატრის ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის მიწვევით, კონფერენციას გორის თეატრი მასპინძლობდა. 22 ივნისს კონფერენციის ფარგლებშო გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა “ტრადიცია და ინოვაცია”, რომელიც მე-6 ტომია კრებულთა სერიისა “XX საუკუნის ხელოვნება”.

IX სამეცნიერო კონფერენციის ამსახველი მასალა

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0965965
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-10-19
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია