ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე 2016"

იხილეთ ფოტო გალერეა

2016 წლის 6 და 7 მაისს, ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჩატარდა ყოველწლიური სტუდენტური ქორეოგრაფიულირიგით მეოთხე ფორუმ-ფესტივალი"ტერფსიქორე 2016".

ფორუმ-ფესტივალის პროგრამა მოიცავდა სტუდენტთა ქორეოგრაფიული ცხოვრების ამსახველ რამდენიმე ღონისძიებას: თემატურფოტო–გამოფენას, სამეცნიეროკონფერენციას, „ვორკშოპს" დაგალა-კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა კოლექტივებმა.

ფესტივალი გაიხსნა 6მაისს 12.00 სთ., თეატრალური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფოიეში, რომლის საექსპოზიციო სივრცე ამ ფორუმ-ფესტივალის ისტორიის ასახავდა. ფესტივალის გახსნაზე ტრადიციულად ჩატარდა წინა წლის საკონფერენციო მასალების კრებულის პრეზენტაცია.

12.30 სთ. დაიწყო სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეცსამეცნიერო -კვლევითი ნაშრომები ქორეოლოგიაში წარმოადგინეს:სალომე შეთეკაურმა, მეგი ზარქუამ, ხატია ენუქიძემ, ავთო ჩუბინიძემ და ზურაბ კვარაცხელიამ, თემურ ადეიშვილმა, ხათუნა დამჩიძემ და ანანო სამსონაძემ.

15.00 სთ. გაიმართა თემატური ფილმის ჩვენება და ფესტივალის სტუმრებმა იხილეს დავით გუჯაბიძის დოკუმენტური ფილმი „როკვით განფენილნი".

17.00 სთ. დიდი წარმატებით ჩატარდა „ვორკშოპი“, რომელზეც ფესტივალმა ქართული ნაციონალური ბალეტის სოლისტებს, ცეკვა „ქართულის“ საუკეთესო შემსრულებლებს, საქართველოს დამსახურებულ არტისტებს ნუგზარ ჯიქურს და რუსუდან ჭრიკიშვილს უმასპინძლა.

7 მაისს 19.00 სთ., ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტისსაკონცერტოდარბაზში ჩატარდა გალა-კონცერტი. მასშიმონაწილეობდნენ:

1. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა";

2. ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი „უნივერსიტეტი";

3. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეჯლისო და თანამედრო ვეცეკვის ანსამბილი „ვეგა";

4. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სეუ";

5. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი „ახალციხე“;

6. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელხური ცეკვის ანსამბლი „მირონი“

7. თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი".

ფესტივალი საზეიმო განწყობით დასრულდა.თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომით, ხოლო ანსამბლებს გადაეცათ „ტერფსიქორეს" სპეციალური პრიზები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ფესტივალის გალა კონცერტი ინტერნეტ სივრცეში მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაციით,რომელსაც უზრუნველყოფდა ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტი ავთო ჩუბინიძე ქორეოგრაფიულ ვებ–გვერდზე chub1na.ge

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500879
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია