ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ყურადღება!

2016 წლის 8 აპრილს გაიმართება აშშ-ის კულტურის ატაშეს შეხვედრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მოწვევით პარასკევს, 8 აპრილს 15:00 კინოდარბაზში გაიმართება შეხვედრა დემიან ვამპლერთან, რომელიც ამჟამად აშშ-ის კულტურის ატაშეს რანგში იმყოფება საქართველოში. დემიან ვამპლერი საელჩოში საქმიანობასთან ერთად, არის პროფესიონალი ფოტოგრაფი და კომიქსების მწერალი.

იგი წაიკითხავს ლექციას გრაფიკული ნოველის და კომიქსის შექმნის ისტორიაზე და სტუდენტებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას. ასევე გააცნობს აშშ-ის საელჩოს და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს, რომელიც გულისხმობს ახალი ქართული კომიქსის შექმნას. რადგან კომიქსის ტექსტის წერა ძლიან ჰგავს კინოს სცენარის შექმნას, ვთვლით, რომ ამ მიმართულების სტუდენტებს დააინტერესებთ.

სტუდენტებო, გთხოვთ, დაესწროთ!

 

მისამართი:
აღმაშენებლის 40,
I სართული, კინოდარბაზი

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0984924
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-11-14
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია