ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

„ოსკარი გადაეცემა... - სილია ვან დაიკის ვორქშოფები“

4 აპრილს, ორშაბათს, 12:00 საათიდან კინოთეატრ „ამირანში“ (კოსტავას ქ. 36) შედგება ჰოლანდიური ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა და ოსკაროსანი პროდიუსერის სილია ვან დაიკის ვორქშოფები.

პროექტი სახელწოდებით „ოსკარი გადაეცემა... - სილია ვან დაიკის ვორკშოფები“ ჰოლანდიური ფონდი „არტექოს“ მესამე პროექტია საქართველოში (გერიტ ვან დაიკის „რე-ანიმაცია დასავლურად“ (2011) და ერვინ ოლაფის „ლეიდენი-ისტორიის ფურცლების“(2013) შემდეგ. პროექტის თანაორგანიზატორია შპს „ევროპული ბიზნეს ცენტრი“.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისი მერია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ და შპს „მედიატიქსი“ (ჰოლანდია).

სილია ვან დაიკი 1978 წლიდან ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მან დააარსა ანიმაციური ფილმების სადისტრიბუციო სააგენტო „ანიმირებული ადამიანები“ (“Animated People”), რომლის კოლექციაშიც 10 წელიწადში 400 -მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. მოგვიანებით, სწორედ მის საფუძველზე დაარსდა ჰოლანდიის ანიმაციური ფილმების ინსტიტუტი ქ. ტილბურგში და ჰოლანდიის ანიმაციური ფილმების ფესტივალი უტრეხტში. პარალელურად სილია ვან დაიკი გახლდათ ხელოვნებისა და კულტურის პროექტებზე მომუშავე რამდენიმე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ნიდერლანდების კულტურის სამინისტროს ანიმაციური ფილმების სუბსიდიების კომისიის თავმჯდომარე.

1985 წელს ამერიკის კინოაკადემიამ სილია ვან დაიკის პროდიუსერული სამუშაო უმაღლესი ჯილდოთი შეაფასა და გადასცა „ოსკარი“ ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა“. გარდა ამისა, მის პორტფოლიოს ამშვენებს მრავალი წარმატებული ფილმების წარმოება და შესაბამისად ისეთი უმღლესი ჯილდოები, როგორიცაა საფრანგეთის კინოაკადემიის სახელმწიფო პრემია (“cubeMENcube”, 1975), ორი “ოქროს დათვი” (“Pas Aux Due”, 1989 და “I Move So I Am”, 1998), “ოქროს ხბო” (“A Good Turn Daily”, 1983) და კიდევ მრავალი აღიარებული საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები.

ამჯერად ოსკაროსანი პროდიუსერი თბილისშია და ქართველ ხელოვანებს, ყველა თაობის წარმომადგენლებს - კინემატოგრაფისტებს, ანიმატორებს, პროდიუსერებს, სცენარისტებს, რეჟისორებს, ოპერატორებს - ჩაუტარებს მასტერ-კლასს. პროგრამა:

4 აპრილი, კინოთეატრი „ამირანი“, კოსტავას ქ. 36

12:00 - ჰოლანდიელი რეჟისორის გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა

14:00 - პროდიუსერ სილია ვან დაიკის ვორქშოფი

5 აპრილი, ვალერი არქანიას არტ გალერეა, დ. უზნაძის ქ. 68

14:00 - სილია ვან დაიკის შეხვედრა აფხაზეთის ა/რ შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებთან

ორივე დღეს ღონისძიბებზე დასწრება თავისუფალია.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 5 77 400 675 - ნინო ჩუტკერაშვილი, 5 71 00 89 76 - დალი უბილავა-დე გრააფ

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502675
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია