ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

"ტიუდების ფესტივალი 2016"

27 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, უკვე მერვე წელია ერთად აღნიშნავენ თეატრის საერთაშორისო დღეს.

“არლეკინად” წოდებული, ეტიუდების ფესტივალი, წელს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში, ახალ სივრცეში გაიმართება. ფესტივალი 17:00 საათზე დაიწყება და მასზე წარმოდგენილი იქნება 15-ზე მეტი სტუდენტური ეტიუდი.

საკონკურსო პროგრამის შემდეგ კომპეტენტური ჟიური დროებით დატოვებს დარბაზს, რათა მიიღოს გადაწყვეტილებს და გამოავლინოს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: გრან პრი, საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი, საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. ასევე გაიცემა სტუდენტური ჟიურისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრიზები. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ თეატრალური უნივერსიტეტისა და მარჯანიშვილის თეატრისაგან.

2016 წლის ეტიუდების ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა რეჟისორი გოგი თოდაძე. ჟიურის შემადგენლობაში არიან მსახიობები ია სუხიტაშვილი და პაატა ინაური, თეატრმცოდნე მაკა ვასაძე და რეჟისორი თემურ კუპრავა, რომელიც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ.

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ეტიუდების ფესტივალი უკვე მერვედ იმართება და მისი მიზანია სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალის სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. თუმცა, ადგილების რაოდენობა ძალზედ შეზღუდულია.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0967351
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-10-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია