ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ანტონ ჩეხოვი - თ ო ლ ი ა სპექტაკლი ორ მოქმედებად. (ხანგრძლივობა 120 წთ.)

 

დამდგმელი რეჟისორი: გოგი თოდაძე

რეჟისორის თანაშემწე: თამარ ხიზანიშვილი, ნატო ჩიტაია

მხატვარი: მამუკა ტყეშელაშვილი

ქორეოგრაფი: ნატალია დიღმელაშვილი

მუსიკალური გამფორმებელი: ემზარ გუდაძე

 

მოქმედნი და შემსრულებელნი

 

კონსტანტინ გავრილოვიჩ ტრეპლევი - ირაკლი გრძელიშვილი

ნინა მიხაილოვნა ზარეჩნაია - ნინო სოსელია

ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი (მწერალი) - იურა ჩიტაშვილი

ირინა ნიკოლაევნა არკადინა (მსახიობი) - მარიამ კახეთელიძე

პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინი - ვახტანგ ზოიძე

ევგენი სერგეევიჩ დორნი (ექიმი) - კობა ჭკადუა

ილია აფანასიავიჩ შამრაევი (მოურავი) - ლაშა გუჯაბიძე,

რატი ყულოშვილი

პოლინა ანდრეევნა - ქეთევან ტატიშვილი

მაშა - თათია ოქროპირიძე

სემიონ სემიონოვიჩ მედვედენკო (მასწავლებელი) - ლაშა ჩხვიმიანი, გიორგი კალანდაძე.

 

მცირე რამ ავტორსა და მის შემოქმედებაზე

დღეს ჩეხოვის თეატრი მთელს დედამიწის ზურგზე აღტაცებას იწვევს, და სამართლიანადაც. ოღონდ, არა იმისთვის, რომ მის პიესებს კარგი დრამატული ჩონჩხი აქვთ, ჩეხოვს ეს არ ანაღვლებდა. ყველა მისი სიუჟეტი შეიძლება დავიყვანოთ (რაც მას თვითონაც სურდა) სამ ფრაზაზე: ადამიანები უბედურები არიან; არ არსებობს ნუგეში ადამიანთათვის; ერთადერთი, რაც მათ ასულდგმულებთ, ეს არის სრულიად გაურკვეველი მომავლის უსაფუძვლო იმედი.

ჩეხოვის ,,ნაზი საღებავები“ უბადლო სანახაობას ქმნიან, რაც სრულიად გამორიცხავს ყოველგვარი გამოსახვისა და გრძნობის ვულგარულობას. ჩეხოვის ნაწარმოებებში ისეთი არაფერია, რაც სინამდვილეში არ ხდება, მისი ტალანტის საშინელი ძალა ისაა, რომ თავად არასოდეს არაფერს იგონებს. ჩეხოვს შეეძლო, როგორც სხვა მრავალ მწერალს მეტი დრამატიზმი შეეტანა ნაწარმოებში, მაგრამ პათეტიკურობა ზიზღს გვრიდა... არავითარი რახარუხი!

რაც შეეხება იდეას, სათქმელს - ჩეხოვი მას უმწიკვლოდ და დიდი მოკრძალებით გვიჩვენებს. ის არ კადრულობს მორალის კითხვას, გამტყუნებისა და დევნის ნაცვლად დამნაშავესაც კი ამართლებს, უფრო სწორედ, გამოექომაგება და ყველა თავისი პერსონაჟის გულშემატკივარია.

აქ არის უამრავი ქვეტექსტი, დუმილი, ტკივილები, გულისწყრომა, ტანჯვა... უსუსური გაბრძოლება ბედნიერებისაკენ...

...და ბოლოს სიყვარული - ეს არ შეიძლება, ჩეხოვს გამორჩენოდა: ,,რასაც ჩვენ განვიცდით, როცა შეყვარებულნი ვართ, იქნებ, ნორმალური მდგომარეობაც იყოს. სიყვარული ადამიანს მიუთითებს, როგორი უნდა იყოს ის.“

-------------------------------------------------------------------------------

ბილეთები იყიდება თვისუფალი თეატრის სალაროში

(032) 2985821 - სალარო

ფასი: 6, 9, 11 ლარი

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0984417
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-11-14
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია