ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2016 წლის 15 აპრილს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება." კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც. ნაშრომი უნდა ეხებოდეს ზოგადად ტურიზმს ან ტურიზმის რომელიმე სფეროს. უპირატესობა მიენიჭება ღვინის ტურიზმის და შიდა ტურიზმის სტიმულირების მიმართულებებს, ასევე საქართველოს ტურიზმის განსავითარებლად წარმოდგენილ ინოვაციურ იდეებს.

კონფერენციის მიზანი:

ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს.

მნიშვნელოვანი თარიღები:

15 მარტი - თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა - 1-2 გვერდი.

18 მარტი - მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.

3 აპრილი - ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.

10 აპრილი - შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.

15 აპრილი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.

სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.

თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

tourismconference@gnta.ge

მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), სწავლის საფეხური და უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://gnta.ge/conference

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0962054
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-08-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია