- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2016 წლის 22-23 ივნისს გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოველწლიური IX სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციის პრიორიტეტული თემაა
კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში
საქართველომ XX საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოეთის “ძმურ” ოჯახში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა ხელოვნების დარგი, რომელშიც ქართველებს ინტენსიურად არ შეექმნათ ხელოვნების ნიმუშები; მათ შორის იყო მდარე და საშუალოც, მკაცრად იდეოლოგიზირებული და მეტ-ნაკლებად თავისუფალი, მაღალი მხატვრული ღირებულებით გამორჩეული ქმნილებები, აფიშირებულ-პრემირებული და დამალულ-აკრძალული.
ქართული ხელოვნება ოდითგანვე უცხოეთის კულტურებთან ინტენსიურ კავშირში ვითარდებოდა: წინა აზიის უძველესი ცივილიზაციები, ბიზანტია-ევროპა, ირანი და აღმოსავლური კულტურა. აღმოსავლურ-დასავლურ კულტურათა გზათშესაყარზე ქართული ხელოვნება თავის ინდივიდუალურ სახეს ქმნიდა. ინტენსიური კულტურული კონტაქტები საქართველოს XX საუკუნის პირველ ოცეულშიც ჰქონდა... მაგრამ რა მოხდა მაშინ, როცა ის ჩაკეტილ, საბჭოთა სივრცეში აღმოჩნდა? როცა მხოლოდ “მოძმე” რესპუბლიკებთან კონტაქტი იყო იდეოლოგთა მიერ მოწონებული? რა განაპირობებდა მის სახეს? მხოლოდ იდეოლოგია? ტრადიცია? პარტიული დაგენილებები? იყო თუ არა სხვა კულტურებთან კონტაქტი? თუ იყო, როგორი და რას განაპირობებდა ის? თავის მხრივ საქართველოში შექმნილი ახდენდა თუ არა გავლენას სხვაზე? მივესალმებით თემის სხვადასხვა მიმართულებით გაშლას.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევარებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა ჩვენი კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.
კონფერენციაზე იმუშავებს თავისუფალი სექციებიც, რომელთა თემატიკა არ შემოიფარგლება აღნიშნული პერიოდით და დარგებით. თავისუფალი სექციები იქნება კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე ხელოვნებისა და მედიის სფეროს იმ მოხსენებებისთვის, რომლებიც არ ჯდება პრიორიტეტულ თემატიკაში. კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული თემატური კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება VII ტომში კრებულისა “XX საუკუნის ხელოვნება”, ხოლო არათემატური სექციების შერჩეული მასალები - კრებულში “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი”.
ქართული და ნიგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 აპრილი,
ხოლო სრული მოხსენებებისა - 20 მაისი.
მოთხოვნები და პარამეტრები:
თეზისები და მოხსენებები უნდა გადმოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.
თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.
ქართული შრიფტი აკად. ნუსხური, ინგლისურისთვის Times New Rom
ზომა 12, დაშორება 1,15.
მოხსენება არ უნდა აჭარბებდეს 6 გვ-ს.
კონფერენციის ორგანიზატორია:
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი,
პროფესორი ნატო გენგიური
ტ. 577 94 70 03; 593 24 42 78.
tafu.conference@gmail.com
natogengiuri@gmail.com
უკან