ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თეატრალური კონკურსი „მხატვრული კითხვის დიდოსტატები“

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის კავშირი და საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, აცხადებს თეატრალურ კონკურსს „მხატვრული კითხვის დიდოსტატები“. კონკურსი ტარდება 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2016 წლის 14 იანვრის ჩათვლით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

12-13 იანვარს 12.00 საათზე ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (ჩახრუხაძის 17) ჟიურის წევრები მოუსმენენ კონკურსანტებს, რომლებმაც უნდა წაიკითხონ ნაწყვეტები მათ მიერ შერჩეული როგორც პროზაული ნაწარმოებებიდან, ასევე პოეზიიდან, ქრონომეტრაჟით 5 წთ. ხოლო ქართული თეატრის დღეს, 14 იანვარს, 12.00 საათზე, იგივე სახლ-მუზეუმში ჩატარდება ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, რომლესზე მათ გადაეცემათ გურამ საღარაძის სახელობის I,II და III ფულადი პრემია, დიპლომები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები. სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდებიან კონკურსში ჩართული პედაგოგებიც.

ყოველი წლის 14 იანვარს ქართულ სივრცეში აღინიშნება ქართული თეატრის დღე.ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ტარდება შეხვედრა-საღამოები, გამოფენები, მასტერ კლასები,ფესტივალები მოწვეული პროფესიონალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით. თბილისი ამ დღეს მასპინძლობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ უამრავ სტუმარს. თეატრალური კვირეული ქალაქელებს კიდევ ერთ კარგ სანახაობას ჰპირდება.

თბილისის მდიდარი წარსულის, ტრადიციებისა და მისი დღევანდელობის წარმოჩენის მიზნთ, ხორციელდება პროექტი სახელწოდებით“მხატვრული კითხვის დიდოსტატები“. ქართულ თეატრალურ სივრცეში ყოველთვის დიდი პოპულარობით და განსაკუთრებული დაფასებით სარგებლობდა მხატვრული კითხვა.თითქმის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ჩართული იყო თეატრალური ხელოვნების ეს ჟანრი.წლების შემდეგ ეს ჟანრი შედარებით დავიწყებას მიეცა.

პროექტი მიზნად ისახავს: მხატვრული კითხვის ტრადიციის აღდგენას, რომელიც ყველა ქართველისთვის კულტურული მემკვიდრეობაა; მხატვრული კითხვის ისეთი დიდი კორიფეების გახსენებას, როგორებიც იყვნენ: უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სპარტაკ ბაღაშვილი, აკაკი ხორავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზინა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე და სხვები; ამ ჟანრში ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების გამოვლენას, წახალისებასა და მათი სახელების წარმოჩენას ფართო საზოგადოებისთვის.

ნ.ბარათაშვილის სახელობის კავშირის მიერ დაწესებული გურამ საღარაძის პრემია დიდი სტიმული იქნება მონაწილეებისათვის და ასევე პატივი მიეგება დიდი ხელოვანის ხსოვნას.

ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, ჩახრუხაძის ქ.17, ტ: 2990699, 593 14 81 25

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0957765
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია