ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

განცხადება

 

ცხადდება მიღება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის

საცეკვაო სკოლაში

სამოყვარულო ჯგუფებში.

 

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, დღის მეორე ნახევარში, უნივერსიტეტის შენობაში არსებულ დარბაზებში,

1 ოქტომბრიდან. 

შეისწავლება კლასიკური, თანამედროვე, სახასიათო, ქართული და სხვა ცეკვები. აგრეთვე რითმიკა, პლასტიკა, ხელოვნების და ცეკვის ისტორიის საფუძვლები. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან

დიპლომირებული პედაგოგები.

 

  სკოლაში იარსებებს სპეციალური გამაჯანსაღებელი ჯგუფები, სადაც შესაძლებელი იქნება ვარჯიშით სხეულის კორექცია. ხერხემლის პრობლემების მოგვარება,  ასევე ფეხების სხვადასხვა სახის გამრუდებისა და ბრტყელტერფიანობის კორექცია .

ჯგუფები ჩამოყალიბდება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

1)      სკოლამდელი ასაკი - 4 წლიდან        

2)      დაწყებითი სკოლის ასაკი - 6-9 წ.წ.

3)      საშუალო სკოლის ასაკი - 10-13 წ.წ.

4)      უფროსი კლასების ასაკი - 14-17 წ.წ.

5)      18 წლის ზემოთ მსურველები.

 

სამოყვარულო ჯგუფებში მიღება ტარდება  გამოცდების გარეშე.

 

მსურველების განცხადებები მიიღება მისამართზე:

დავით აღმაშენებლის გამზირი # 40, სასწავლო ცენტრი, ოთახი # 207

 

ნებისმიერი კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საუნივერსიტეტო სასწავლო ცენტრის შესაბამისი სერთიფიკატი.

 

საცეკვაო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და საზღვერგარეთ გამართულ ფესტივალებში, კონკურსებში და  სხვა ღონისძიებებში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.:

294 02 76;   მობ. 577 28 87 16;   557 64 37 63;   595 01 18 93.

შოთა რუსთაველის გამზირი # 19; დავით აღმაშენებლის გამზირი # 40;

http://www.tafu.edu.ge/files/pdf/news/sascasvlo_centri_ganacxadi-2015-16.pdf

www. tafu. edu. ge. E –mail: center@tafu.edu.ge

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500922
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია