ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი

შემოდგომის ლეგენდა 2015

კიბის ეფექტი

შენი აღმოჩენის დროა!

თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

კონკურსი უკვე მეშვიდედ ჩატარდება და მასში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან.

წელს ლეგენდის ფინალურ ტურს ყვარელში, ილიას ტბის პირას მდებარე ქართული შატო - როიალ ბატონი უმასპინძლებს. გაატარეთ შემოდგომის სამი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს.

ლიტერატურულმა კონკურსმა სტარტი 14 სექტემბერს აიღო და ორ ეტაპად ჩატარდება:

I ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური

მონაწილეობის მსურველებმა, 11 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნოთ:

  • პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;
  • შევსებული ანკეტა.

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო

II ადგილი – 700 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

www.tsu.edu.ge

2 22 23 91

www.facebook.com/tsu.legenda

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500875
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია