ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

VIII სამეცნიერო კონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

23-24 ივნისს ჩატარდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოველწლიური VIII სამეცნიერო კონფერენცია. 2015 წლის კონფერენციის პრიორიტეტული თემა იყო “ტრადიცია და ავანგარდი”. კონფერენციაში მონაწილეობა 50-ზე მეტმა პროფესორმა და მკვლევარმა მიიღო არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტიდან, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლებებიდანაც. კონფერენცია ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და წარმოგვიდგენს ახალ გამოკვლევებს. კონფერენციის დამფუძნებელი და ორგანიზატორია პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გენგიური.

წლევანდელ კონფერენციაზე სულ იმუშავა ათმა სექციამ: თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, მედიოლოგიის, მუსიკათმცოდნეობის სექციებმა. გარდა ამისა, იყო თავისუფალი სექციებიც ხელოვნების მენეჯმენტის და კულტურული ტურიზმის მიმართულებით. სექციებს თამჯდომარეობდნენ პროფესორები გიორგი ცქიტიშვილი, ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური, გიორგი ჩართოლანი, ირინე აბესაძე, ნინო სანადირაძე, ასოცირებული პროფესორები ეკა კიკნაძე, მაია კიკნაძე, ნაირა ღვედაშვილი, მაია გოშაძე.

23 ივნისს გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა “პოსტსაბჭთა პერიოდის ხელოვნება”, რომელიც მე-5 ტომია კრებულთა სერიისა “XX საუკუნის ხელოვნება”. ეს არის სრულაიდ ახალი გამოკველევების კრებული, რომელიც უახლეს სახელოვნებო პროცესებს ეძღვნება. მისი საფუძვლია გასულ წელს VII სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები. წიგნის რედაქტორ-გამომცემელია პროფესორი ნატო გენგიური, სარედაქციო საბჭო კი შედგება უნივერსიტეტის პროფესორებისგან – ნატო გენგიური, ვასილ კიკნაძე, ლელა ოჩიაური, გიორგი ცქიტიშვილი. წიგნის გარეკანის დიზაინი ეკუთვნის ივანე კიკნაძეს, ხოლო გამოსაცემად მომზადდა გამომცემლობა “კენტავრში”.

იხილეთ კონფერენციის ამსახველი მასალა

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0950322
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია