- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულებიც საერთაშორისო ჟიურიმ შაბათს, 6 ივნისს, გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:
Grand Price / გრან-პრი
“Fragmenty” / Aga Woszczyńska / Poland
"ფრაგმენტები" / აგა ვოსზჟინსკა / პოლონეთი
Best Fiction / საუკეთესო მხატვრული ფულმი
“Me, they and daddy” / Salome Vepkhvadze / Georgia
"მე, ისინი და მამა" / სალომე ვეფხვაძე / საქართველო
Best Documentary / / საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
“Larks and Owls” / Bakar Cherkezishvili/ Georgia
"ტოროლები და ბუები" / ბაქარ ჩერქეზიშვილი / საქართველო
Best Animation / საუკეთესო ანიმაციური ფილმი
"Two friends” / Natalia Chernysheva / France
"ორი მეგობარი" / ნატალია ჩერნიშევა / საფრანგეთი
Best Experimental / საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი
“Svoysy” / Denis Kolerov / Russia
"ჩვენებური" / დენის კოლეროვი / რუსეთი
Special Prize of Jury / ჟიურის სპეციალური პრიზი
“Mercy” / Benjamin Dizdarevic / Bosnia & Herzegovina
"მოწყალება" / ბენჟამინ დიზდარევიჩი / ბოსნია-ჰერცოგოვინა
ასევე, ჟიურიმ გასცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს კინოსკოლებში:
Direction / რეჟისურა
“Leidi” / Simon Mesa-Soto / UK /
"ლეიდი" / საიმონ მესა-სოტო / დიდი ბრიტანეთი
Script / სცენარი
“Lookout" / Noa Gusakov / Israel
"თვალთვალი" / ნოა გუსაკოვი / ისრაელი
Cinematography / ოპერატორის ნამუშევარი
“The problem of the fastest flight” / Germany
"ყველაზე სწრაფი რეისის პრობლემა" / გერმანია
Sound / ხმოვანი რიგი
“The Subtenant” / Marek Knaga / Poland
"თანადამქირავებელი" / მარეკ კნაგა / პოლონეთი
Editing / მონტაჟი
“Bloodhound” / Italy
"მეძებარი" / იტალია
სტუდენტური კინოს კვირეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა. უკვე მესამე წელია ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია ისრაელის საელჩო საქართველოში.
ყოველწლიურად იზრდება ფესტივალის მიმართ საერთაშორისო ინტერესი. წლის დასაწყისში დაანონსებულ ფესტივალზე 500-ზე მეტი ფილმი წარადგინეს 50-მდე ქვეყნის კინოსკოლიდან. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, ამერიკა, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო. ამ 48 ფილმიდან გამოავლინა ჟიურიმ გამარჯვებულები.
2015 წლის „ამირანის“ ჟიური დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით. პეტერ სლანსკი - მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი, ქსიე ფეი - კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი, ნენად დიზდარევიჩი - სარაევოს კინოაკადემიის დეკანი და ვადიმ პროდანი - კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი.
ფესტივალს რამდენიმე საპატიო სტუმარიც ჰყავს მსოფლიო კინო და ტელესკოლების ასოციაციის პრეზიდენტისა და საბჭოს სახით. 1-2-3 ივნისს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში CILECT-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სტუმრები უნივერსიტეტის პროფესორებს, ეროვნულ კინოცენტრსა და სფეროს სხვა პროფესიონალებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო 4 დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, 5 მასტერკლასი, 2 პრეზენტაცია.
საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. იგი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე „თავისუფალ სივრცედ“, ფესტივალმა მრავალი სახელგანთქმული რეჟისორი დააჯილდოვა მათი სტუდენტობის პერიოდში და წლების მანძლზე არაერთი ცნობილი კინოხელოვანი გახლდათ მისი ჟიურის წევრი.
2007 წელს აღდგენილი ფესტივალი მრავალწლიანი ისტორიითა და განახალებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში. მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის, რასაც ცხადყოფს შემოსული განაცხადებების სიმრავლე, სტუმრად ჩამოსული სტუდენტები, ჟიურის წევრები და ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფესტივალის ჯილდოს საპატიო ადგილი უჭირავს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცხოვრებაში.
მრავალი წელია ფესტივალს ერთგული მხარდამჭერები ჰყავს: კომპანიები „ელიტ-ელექტრონისქსი“, „სარაჯიშვილი“, „ყავა პელე“ და “ნაბეღლავი“, ტელეკომპანია „MUSIC BOX”, რადიო „ფორტუნა“, საინფორმაციო სააგენტო “GHN”, გაზეთები „24 საათი“ და „GEORGIA TODAY”.
უკან