ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა VIII კონფერენცია

2015 წლის კონფერენციის კონფერენციის ამასახველი მასალა

კონფერენცია 15 მაისს გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ორმაოცამდე სტუდენტმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან, სამხატვრო აკადემიიდან და კონსერვატორიიდან. სტუდენტებმა წარმაოდგინეს მოხსენებები ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკისა და თეატრმცოდნეობის, კინოსა და მედიის, კულტურული ტურიზმის მიმართულებებით. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვეობის საკითხებზე. სექციებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები თამარ ბოკუჩავა, მაია გოშაძე, ნანა დოლიზე, ეკატერინე კიკნაძე.

სტუდენტთა კონფერენცია საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. მას ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ჩაეყარა საფუძველი. მისი დამფუძნებელი და ორგანიზატორია პროფესორი ნატო გენგიური. მისი ინიციატივით პირველი კონფერენცია 2008 წელს გაიმართა. მას შემდეგ ის რეგულარულად ტარდება.

2015 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია რიგით მერვე იყო. კონფერენციის გახსნაზე მოეწყო ახალი კრებულის “სტუდენტური ნარკვევბის” პრეზენტაცია. VIII კონფერენცია დაიხურა სტუდენტების დაჯილდოვებით: მათ გადეცათ სიგელები და ახალი გამოცემის “სტუდენტური ნარკვევბი” თითო ეგზემპლარი.

მნიშვნელობა ამგვარი სტუდენტური ფორუმებისა დიდია, რადგან ის სტუდენტებს ხელს უწყობს სწავლასა და წინსვლაში; საშუალებას აძლევს მათ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაეცნონ თანატოლების მიღწევებს, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში დაამყარონ სტუდენტური კავშირები.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0953149
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია