ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2015 წლის 16 მაისს, შაბათს, 19 საათზე საქართველოს თეატრალური საზოგადოება აკაკი ხორავას მსახიობის სახლში წარმოგიდგენთ დავით გუჯაბიძის დოკუმენტურ ფილმს „დაუსრულებელი სპექტაკლის ქრონიკა“.

ფილმი შეეხება ქართული თეატრის ლეგენდარული რეჟისორისა და პედაგოგის, თეატრალურ ინსტიტუტში მსახიობებისა და დრამის რეჟისორების მრავალი თაობის აღმზრდელის ქალბატონ ლილი იოსელიანს.

დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, მოგვითხრობს რეჟისორ ლილი (ელენე) იოსელიანის მუშაობის პროცესს მის დაუსრულებელ სპექტაკლზე. ჰენრიკ იბსენის პიესა „იუნ გაბრიელ ბორკმანი“ საქართველოში პირველად იდგმებოდა და ამ მიზანს მხცოვანმა რეჯისორმა საკუთარი სიცოცხლის ბოლო 5 წელი მიუძღვნა. ლილი იოსელიანი 93 წლისა გარდაიცვალა, დაგეგმილ პრემიერამდე სულ ცოტა ხნით ადრე.

ფილმის ჩვენება ეძღვნება ქ-ნი ლილის გარდაცვალების წლისთავს.

შესვლა თავისუფალია.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2658918
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია