- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სტუდენტთა VIII კონფერენცია და წიგნის “სტუდენტური კრებული” პრეზენტაცია
2015 წლის 15 მაისს 11:00-17:00 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აღმაშენებლის 40) გაიმართება საქართველოს სტუდენტთა VIII სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის გახსნაზე მოხდება ახალი კრებულის “სტუდენტური ნარკვევბის” პრეზენტაცია. კრებული სტუდენტთა VII კუნფერენციის რჩეული მასალების საფუძველზე შეიქმნა.
კონფეენციის თემატიკა ხელოვნების საკითხებს უკავშირდება.
კონფერენცია თავს მოუყრის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის – სახლოვნებო უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებს, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა დარგების ისტორიის და თეორიის შესწავლით არიან დაკავებულნი.
სტუდენტთა კონფერენცია საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურია. მას ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ჩაეყარა საფუძველი. პირველი კონფერენცია 2008 წელს გაიმართა. მას შემდეგ ის რეგულარულად ტარდება.
2015 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია რიგით მერვეა.
წელს კონფერენციის სექციებში წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკისა და თეატრმცოდნეობის, კინოსა და მედიის, კულტურული ტურიზმის მიმართულებებით. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვეობის საკითხებზე.
მნიშვნელობა ამგვარი სტუდენტური ფორუმებისა დიდია, რადგან ის სტუდენტებს ხელს უწყობს სწავლასა და წინსვლაში; საშუალებას აძლევს მათ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაეცნონ თანატოლების მიღწევებს, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში დაამყარონ სტუდენტური კავშირები.
კონფერენციის ორგანიზატორია პროფესორი ნატო გენგიური, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
ტ. 593 24 42 78; 577 94 70 03.
უკან