- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
29-30 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“. ფესტივალი ტარდება 2013 წლიდან და ინიცირებულია ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტებისა და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ.
2015 წლის ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“ ტრადიციულად ღონისძიებათა რამდენიმე ბლოკს მოიცავს:
1. სამეცნიერო კონფერენცია და სადისკუსიო კლუბი - სტუდენტთა, მაგისტრანტთა, დოქტორანტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო თემების პრეზენტაცია, პრობლემური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გამართვა;
2. ახალი ქორეოგრაფიული გამოცემების პრეზენტაციები;
3. თემატური გამოფენა;
4. „ვორკშოპი“ - შეხვედრები წარმატებულ ქორეოგრაფებთან / მოცეკვავეებთან;
5. საკონცერტო პროგრამა - სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლების წარდგენა და ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტების ნამუშევრების ჩვენება.
2015 წლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ:
1. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“
2. ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი „უნივერსიტეტი“
3. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელხური ცეკვის ანსამბლი „მირონი“
4. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვის სტუდია „ვეგა“
5. სამცხე-ჯავახეთის (ახალციხის) სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი
6. თელავის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი
7. bათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ლაბორატორია
ფესტივალის მიზანია ქორეოგრაფიული ხელოვნების საშემსრულებლო, სასწავლო და სემეცნიერო (ქორეოლოგიის) მიმართულებების განვითარება და მისი პროპაგანდა-პოპულარიზაცია უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში.
უკან